|
2025-05-08 12:37:45, 851 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში 9 მაისის აღლუმს რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება
მოსკოვში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება. მედიის ინფორმაციით, საუბარია 5 დეპუტატზე გერმანიიდან, ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და სლოვაკეთიდან. ამ დროისთვის ცნობილია 2 გერმანელი ევროპარლამენტარის ვინაობა. მიხაელ ფონ დერ შულენბურგი და რუთ ფირმენიჩი, რომლებიც პრო-რუსული მემარცხენე პოპულისტური პარტია „საჰრა ვაგენკნეხტის ალიანსის” (BSW) წევრები არიან. რაც შეეხება უცხო ქვეყნების ლიდერებს, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში უკვე იმყოფებიან ჩინეთის, სერბეთის, ბრაზილიის, ვენესუელის, კუბის, მონღოლეთისა და ეკვადორის პრეზიდენტები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვიზიტზე უარი პაკისტანთან გართულებული ვითარების გამო თქვა. მოსკოვში ჩასვლაზე მოგვიანებით უარი თქვეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)