17:59 - 22 May, 2026
|
2025-05-08 09:52:06, 638 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენმა სამხედროებმა გააძლიერეს დაკვირვება შესაძლო დამატებითი გაშვების გამო და ინარჩუნებენ სრულ მზადყოფნას, ამავდროულად მჭიდროდ უზიარებენ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შესახებ შეერთებულ შტატებსა და იაპონიას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტის განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საგაზაფხულო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)