|
2025-05-08 09:45:50, 592 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი დღეს ერთმანეთს შეხვდებიან
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხები (მათ შორის თანამშრომლობა BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში) და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა. ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს. გარდა ამისა, რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების გეგმა მოიცავს რამდენიმე სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტის ხელმოწერას. შეგახსენებთ, სი ძინპინი რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)