|
2025-04-06 18:07:01, 1149 ნახვა
საზოგადოება
რა შეცდომები უნდა აირიდო წნევის აპარატის გამოყენებისას
სისხლის წნევის რეგულარული კონტროლი აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. თუმცა, თუ წნევის აპარატს არასწორად ვიყენებთ, მიღებული შედეგები შეიძლება არასწორი იყოს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა მოვემზადოთ წნევის გაზომვისთვის, რა შეცდომები უნდა ავიცილოთ და როგორ მოვუაროთ წნევის აპარატს, რათა მან ხანგრძლივად იმუშაოს. როგორ უნდა მოემზადო წნევის გაზომვისთვის 1. წნევის გაზომვამდე, მინიმუმ, 5-10 წუთით დაჯექი და მოდუნდი. სტრესი, ფიზიკური აქტივობა ან კოფეინის მიღება გაზომვის შედეგებზე მოქმედებს. 2. წნევის გაზომვამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე ნუ მიიღებ საკვებს და ნუ მოწევ სიგარეტს, რადგან ეს ფაქტორები გავლენას ახდენს სისხლის წნევაზე. 3. დაჯექი კომფორტულად, მიეყრდენი საზურგეზე და არ გადააჯვარედინო ფეხები. აუცილებელია, რომ ორივე ფეხი იატაკზე გედგას. ხელი, რომელზეც იზომავ წნევას, მოათავსე მაგიდაზე, გულის დონეზე. 4. წნევის საზომი აპარატის მანჟეტი უნდა იყოს შენი მკლავის ზომის შესაბამისი, მოთავსებული მაჯიდან 2-3 სმ-ით ზემოთ. გახსოვდეს, ზედმეტად მჭიდრო ან თავისუფლად მოხვეული მანჟეტი არასწორ შედეგებს იძლევა. გავრცელებული შეცდომები, რომლებიც წნევის ზუსტ შედეგს აფერხებს
როგორ მოვუაროთ წნევის აპარატს, რომ ხანგრძლივად იმუშაოს
გაითვალისწინე, წნევის აპარატის სწორად გამოყენება და მისი მოვლა დაგეხმარება, რომ ყოველთვის ზუსტი და სანდო მონაცემები მიიღო. მოერიდე გავრცელებულ შეცდომებს და დაიცავი აპარატის მოვლის წესები, რათა მან დიდხანს და ეფექტურად იმუშაოს.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)