|
2025-05-07 16:16:23, 658 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის
ვადამდელი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. „პროცესები ისე მიდის, რომ სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი. რაც შეეხება უკან დახევას, ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხისა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ამ ბრძოლას გავდივართ ამდენი ხანია. ჯერ იყო არაფორმალური სანქციები, შემდეგ იყო ფორმალური სანქციები. ბრძოლა წარიმართება. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და აქ უკან დასახევი არაფერი გვაქვს. ვადამდელი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და არა ვიღაც სხვა მთავრობის გადაწყვეტილება. პირველი, რაც უნდა ქართველ ხალხს, ეს არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება და ქართველი ხალხის ღირსების დაცვა. დღეს ამისთვის წარიმართება ბრძოლა. 2022 წლის დასაწყისიდან ჩვენ გამოვიარეთ სერიოზული ზეწოლა, ვერ ჩაგვრთეს ომში, ვერ გააჩაღეს საქართველოში მეორე ფრონტი, ამან გამოიწვია „დიფ სთეითის" განაწყენება და ამის შემდეგ გრძელდება შანტაჟი და მუქარა ხან ფორმალური, ხან არაფორმალური სანქციებით. ქართველ ხალხს სურს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა, ეს არის მთავარი ღირებულება ქართველი ხალხისთვის და ჩვენ ვიცავთ ამას ", - განაცხადა პრემიერმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)