|
2025-05-06 14:53:39, 522 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - „მეგობარი აქტი“ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ბოლომდე გავა, შემდეგ ამოქმედდება
ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ბოლომდე გავა, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს ამ ქვეყანაში ყველა „ქოცი“ იგრძნობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული“. „ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავიდა გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ქვედა პალატაში მოხდა კენჭისყრა, მაღალი მხარდაჭერა, რომელიც ამ კანონმა მიიღო, აჩვენებს ცხადად, რომ ამ კანონს არ ექნება დაცვის პრობლემა არც სენატში და მას მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოში არსებულ რეალობასთან და არსებულ რეჟიმთან მიმართებით. კანონპროექტის სულისკვეთება ცალსახაა, მიზნებში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონპროექტი მიმართულია საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად. კანონპროექტი ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას ითვალისწინებს. ერთი, ეს არის ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა აქტივებს ფლობს საქართველოში რუსეთის ფედერაცია და ამ შემთხვევაში საუბარი უძრავ ქონებაზე არ არის, საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობენ და მეორე, ეს არის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დოკუმენტი, როგორ უნდა გადაიხედოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს, ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული, ამერიკის შეერთებული შტატების მტრებს რა ემართებათ, ნებისმიერს შეუძლია ნახოს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, გავა ბოლომდე, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს იგრძნობს ყველა „ქოცი“ ამ ქვეყანაში. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველ საღამოს გამოდის რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ტიპის აქციებში იღებს მონაწილეობას. ამ 5-თვიანმა პროტესტმა, აქციებმა და თავისუფლების ბრძოლამ ეს შედეგი მოიტანა, რაც გუშინ ვნახეთ. 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი, სხვადასხვა ლოკაციიდან ეწყობა მსვლელობები, „კოალიციის“ მსვლელობა „ავლაბრის“ მეტროდან 17:00 საათზე დაიწყება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)