|
2025-05-06 12:40:20, 955 ნახვა
საზოგადოება
დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა
დირიჟორი და პიანისტი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი" - წერს ალექსი მაჭავარიანი. 1990 წელს ვახტანგ მაჭავარიანმა დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო. 1996 წლიდან ის იყო ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1998–2004 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000–2008 წლებში მან რუსეთში დააარსა და ხელმძღვანელობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრ მილენიუმს. მაჭავარიანის ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა. მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად (იანვარში) იმართებოდა ი. შტრაუსის გალა-კონცერტი. 2010 წლიდან თანამშრომლობდა თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან. 2017 წელს კი, მას მიენიჭა ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება. 2022 წელს თბილისში კიევის "კამერატას" 19-მა მუსიკოსმა ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი. სიმფონიური სურათი "მარიუპოლი" მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)