|
2025-05-05 10:57:16, 654 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა – რა გაძვირდა?
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას — მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან 2.3 პროცენტი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, ასევე 2.3 პროცენტზეა. თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: უფრო კონკრეტულად, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი გაძვირდა – ფასები გაიზარდა 5.2%-ით. გარდა ამისა, ტანსაცმელი 2.3%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 2.2%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 1.9%-ით, თევზეული და ზეთი/ცხიმი – თითოეული 1.5%-ით. აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა – -2.1%. წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
წყარო: საქსტატი წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად პირადი ნივთები გაძვირდა – ზრდამ 20.0% შეადგინა. შემდეგ მოდის ზეთი და ცხიმი – ფასები 18.2%-ით გაიზარდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – +16.5%, ყავა, ჩაი და კაკაო – +15.7%, შაქარი, ჯემი და ტკბილეული – +11.0%. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად კავშირგაბმულობა გაიაფდა – -12.4%.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)