|
2025-05-02 10:25:03, 916 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება, უკრაინას კი არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. „ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო. ის სამი წლის განმავლობაში გრძელდება. მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევიათ მის დასასრულებლად. ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს: არსებითად, პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება; უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, - აღნიშნა რუბიომ. მისი მტკიცებით, ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. „ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და, იმედია, მათ შეთანხმებამდე მიყვანა, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა ის. ასი დღის განმავლობაში ის ცდილობდა მშვიდობის დამყარებას, მკვლელობების, სიკვდილიანობის, ნგრევის დასრულებას. თქვენ იცით, რომ უკრაინის - ამ ქვეყნის აღდგენა ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება“, - აღნიშნა რუბიომ.
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)