03:14 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 13:30:21, 502 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - დანაშაულს ვინც სჩადის, მისი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის

საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ როცა სახეზეა დანაშაულის სისტემური ციკლი, ბუნებრივია, ასეთი პარტია პოლიტიკურ სარბიელს სცილდება და დანაშაულებრივ სინდიკატად ყალიბდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დანაშაულს ვინც სჩადის, მისი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის.

ნიუნბერგის პროცესი რომ არ ჩატარებულიყო და გერმანიაში ნაცისტური მოძრაობა დარჩენილიყო, ისევე როგორც ტოკიოში ტოკიოს პროცესი, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა. როცა სახეზეა დანაშაულის სისტემური ციკლი საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ, ბუნებრივია, ასეთი პარტია პოლიტიკურ სარბიელს სცილდება და დანაშაულებრივ სინდიკატად ყალიბდება. დანაშაულებრივი სინდიკატი კი პოლიტიკურ რეალობაში არ უნდა არსებობდეს, თუ ჩვენ დემოკრატიული პროცესების განვითარება გვინდა. ეს ის ევროპული პრაქტიკაა, რომელიც ქართული ნოუ ჰაუ და ჩვენი გამოგონება არ არის. ვინც დანაშაულს სჩადის, ციხეში პატიმრებს აუპატიურებს, ქუჩაში ადამიანებს ხოცავს და ვინც ადამიანებს ქონებას ართმევს, ბუნებრივია, მათი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის. ვინმეს რაიმე კითხვა თუ აქვს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics