21:07 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 11:37:54, 709 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის მოკლე რადიუსის მქონე გამშვები დანადგარებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება.

„მიზანი მოლდოვის არმიის მოდერნიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა, მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. წელს ჩვენ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობისთვის 60 მილიონ ევროს გამოვყოფთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 აპრილს საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების ქვეითებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევრო დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics