|
2025-04-24 16:32:42, 747 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა
ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე. „მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში. მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს. მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ძალიან უნდათ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მათ საერთაშორისო არენაზე. სააკაშვილმა ბოკუჩავას მხარდაჭერა გამოუცხადა და პარტიის წევრებს მიმართა, “არ აყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)