03:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 13:15:06, 896 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.  აღინიშნა, რომ  ქართული მხარე აფასებს ეუთოს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics