|
2025-04-21 11:43:02, 1310 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას Onyx-ის და Х-31П ტიპის რაკეტებით და 96 დრონით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 42 დრონის ჩამოგდება დადასტურდა. მტრის 47 დრონი-იმიტატორი უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის ოლქები. რუსებმა რაკეტები შავი ზღვის საჰაერო სივრციდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. დრონებით თავდასხმები კი რუსეთის ქალაქებიდან: მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)