|
2025-04-19 16:48:55, 911 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ თეთრ სახლს 1798 წლის აქტით დეპორტაციების დროებით შეჩერება უბრძანა
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელელი მიგრანტების 1798 წლის აქტით დეპორტაციის დროებით შეჩერება უბრძანა. "მთავრობას ნაბრძანები აქვს, რომ დაკავებულთა სავარაუდო კოლექტიური იურიდიული მხარის არცერთი წევრი ამ სასამართლოს შესაბამის ბრძანებამდე აშშ-დან არ გააძევოს". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილების მიმართ წინააღმდეგობა კონსერვატორმა უზენაესმა მოსამართლეებმა, კლარენს თომასმა და სემუელ ალიტომ საჯაროდ გამოხატეს. ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირმა (ACLU) 18 აპრილს რამდენიმე სასამართლოში, მათ შორის უზენაეს სასამართლოში, სასწრაფო სარჩელები შეიტანა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რამდენიმე დაკავებული ავტობუსებში უკვე განათავსეს და უთხრეს, რომ დეპორტაციას უპირებდნენ. ACLU-მ განაცხადა, რომ სწრაფი ტემპით პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების რეალისტური საშუალების გარეშე გააძევებდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოთხოვნასთან წინააღმდეგობაში მოდის. გამოცემა Reuters წერს, რომ თეთრ სახლს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია. ცნობისთვის, გუშინ, 18 აპრილს ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ბრაიან მერფიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტაციების გაგრძელებას უკრძალავს. ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეპორტაციამდე დაკავებულებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ სასამართლოს წინაშე დაასაბუთონ წამების ან არასათანადო მოპყრობის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში გააძევებენ. "სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დეპორტაციები სავარაუდოდ უკვე არასამართლიანად შესრულდა ან შესრულდება და, სულ მცირე, დაცვის მხარეს არ ჰქონია შესაძლებლობა, წარმოედგინა ზიანი, რომელიც შეიძლება განიცადონ". - წერდა მერფი. მანამდე, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპს 1798 წლის საომარი აქტით დეპორტაციების გაგრძელების ნება დართო, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)