|
2025-04-19 11:08:03, 702 ნახვა
მსოფლიო
აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს
აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად სურს. ამასთან, წყაროების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გამოცემას თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის გეგმები უკრაინასთან შემდგომ განხილვას საჭიროებს და ევროპელი მოკავშირეები არ არიან მზად, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ რუსეთი ბრძოლის დასრულებას არ დათანხმდება. ცნობისთვის, მანამდე Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს პარიზში, აშშ-მა მოკავშირეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წინადადებები წარუდგინა, რომლებიც ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)