|
2025-04-19 09:45:10, 703 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს წერილით აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) მიმართავს. „მოგიწოდებთ გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ეს რეგიონში ვიზიტის ნაწილია. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოემსახურება. გასულ ოქტომბერს ეუთო-ს დამკვირვებლების დასკვნები, რომ პროცესი დაზიანებული იყო ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო კანონმდებლობების უარყოფითი გავლენითა და ამომრჩევლებზე ზეწოლით, კითხვის ქვეშ აყენებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას. მას შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი კამპანია და უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს. მხოლოდ ამ კვირას, “ქართული ოცნების” მიერ მართულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოსთხოვს უცხოურ დონორებს - მათ შორის ეუთო-ს მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გრანტებისთვის მთავრობის დამტკიცება მიიღონ; დასაჯონ დაუმტკიცებელი გრანტების მიმღებები; და გაამკაცრონ პოლიტიკური პარტიების აქტიურობებზე შეზღუდვები. აქამდე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უკვე გაამკაცრეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და მედიისთვის უცხოურ დაფინანსებაზე კონტროლი. მომდევნო კვირას თბილისში შეხვედრებს თუ მაინც განახორციელებთ, ამით მესიჯს გაგზავნით, რომ თქვენ - და პოტენციალურად ეუთო - მხარს უჭერთ “ქართული ოცნების” მთავრობას და მის ანტი-დემოკრატიულ ქმედებებს. თუნდაც ეს არის იყოს თქვენი განზრახვა, ყველა წარსული გამოცდილება იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ასახავს ვიზიტს როგორც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას. გთხოვთ, გადადოთ საქართველოში თქვენი ვიზიტი მანამდე, სანამ ვითარების გაუმჯობესება არ იქნება, რომელიც შესაბამისი იქნება ეუთო/ოდირის არჩევნებზე, უცხოური აგენტების კანონსა და დემონსტრანტების მოპყრობაზე წინა განცხადებებთან”, - ნათქვამია წერილში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)