22:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 16:26:32, 605 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მიესალმება ვაშინგტონისა და თეირანის სურვილს, მიაღწიონ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მზადაა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა ირანის ლეგიტიმური ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას.

ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების ისეთი საკითხებით „დატვირთვა“, რომელიც ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება, სარისკოა.

„ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც ცდილობს მოლაპარაკებები ისეთი საკითხებით დატვირთოს, რომელსაც ბირთვულ საკითხებთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics