|
2025-04-17 19:46:10, 769 ნახვა
სამართალი
პროკურორი ნიკა გვარამიას საქმეზე - არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა მარიამ მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მეშველიანის თქმით, გვარამიამ, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს ნებისმიერი განზრახვის დანაშაული. მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს კიდევ ერთ საფრთხეზე, რაც გვარამიასგან მომდინარეობს. “ბრალდების მხარე თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს გირაოს ოდენობას. ამ შემთხვევაშიც, ნიკა გვარამიას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოთხოვნილი ყოფილიყო გირაო 30 000 ლარის ოდენობით. აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ვსაუბრობთ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლომაც ჩათვალა, რომ არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას. ახალი დანაშაულის ჩადენაში იგულისხმება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე ქმედება, ნებისმიერი განზრახვის დანაშაული, ვინაიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს სწორედ იმ მომდინარე საფრთხეზე, რაც მოდის ბრალდებულისგან”, - განაცხადა პროკურორმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)