05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 09:47:44, 374 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძს შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშბლო არ უნდა გაეყიდა.

„ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა" -განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება, ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო იგივე გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის" პოლიტიკაში დატოვებაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics