05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 17:28:40, 655 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტისა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და ფართო მსვლელობების დღე.

დეკანოიძის თქმით, 26 მაისის პროტესტის დაგეგმვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა.

„რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს.

ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.

დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. „ქოცების“ ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს.

ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!”,- დაწერა დეკანოიძემ “ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics