|
2025-04-16 13:03:06, 553 ნახვა
პოლიტიკა
TI: ოცნების დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ივანიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიორგი ჭყონიას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანიამ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან 37 095 628 ლარი მიიღო - ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, აღნიშნული პირის კომპანიებმა 2011-2025 წლამდე, ჯამურად სახელმწიფო შესყიდვებიდან 392 მილიონ ლარამდე მიიღო. "ქართული ოცნების ოლიგარქი დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან 37,095,628 ლარი მიიღო. ამ თანხის 91,7% (34,017,338 ლარი) ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის "საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს" მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერზე მოდის, ხოლო 3,078,290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო. ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო. მისი წარსული ბიზნეს საქმიანობა და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული სარგებელი ადრეც გამოვიკვლიეთ. გიორგი ჭყონია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა ქართული ოცნების საარჩევნო სიით და იყო ქობულეთის დელეგატი. ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა - 1,000,000 ლარზე მეტი". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)