|
2025-04-15 19:00:55, 1361 ნახვა
ომი უკრაინაში
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ოდესაში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა. როგორც თავის სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ის რუტესთან ერთად ეწვია საავადმყოფოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ. "მარკ რუტესთან ერთად ვეწვიეთ საავადმყოფოს, სადაც ჩვენი მებრძოლი უკრაინელი გმირები გამოჯანმრთელდებიან მიღებული ჭრილობების შემდეგ. ვესაუბრეთ ჩვენს მებრძოლებს. სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი ჩვენს დამცველებს. მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების გამძლეობისთვის, სიძლიერისთვის და ჩვენი ხალხის დაცვისთვის. ასევე დავაჯილდოვე საბრძოლო მედიკოსები, ისინი ყოველდღე ეხმარებიან ჩვენს ჯარისკაცებს საავადმყოფოებში, მაგრამ ამასთან ერთად მათ სიცოცხლეები გადაარჩინეს ცეცხლის ხაზშიც — ხერსონის, ხარკივისა და მიკოლაივის რეგიონებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს, მკურნალობს, ითმენს და მხარს უჭერს უკრაინას. თქვენ ჩვენი ძალა ხართ," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)