|
2025-04-15 15:58:16, 1265 ნახვა
ომი უკრაინაში
დაბომბვის შემდეგ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
ქალაქი სუმის ცენტრზე რამდენიმე დღის წინ მიტანილი იერიშის შემდეგ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურს, ვოლოდიმირ არტიუხს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ცნობა, არტიუხის გათავისუფლების შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ტარას მელნიჩუკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის გათავისუფლებაზე შეთანხმდა. მას ამ თანამდებობაზე ოლეგ გრიგოროვი ჩაანაცვლებს. ამ ცვლილებების ძალაში შესაყვანად საჭიროა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი განკარგულება გასცეს. უკრაინული მედია Суспiльне წერს, რომ ზელენსკიმ არტიუხს ათავისუფლებს. 13 აპრილს რუსეთმა ქალაქი სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა. იერიშის დროს ქალაქის ცენტრში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 35 ადამიანი. მათი უმრავლესობა ისხდა ტროლეიბუსში, რომელიც დარტყმის წერტილის მახლობლად გადაადგილდებოდა. დაშავებულთა რიცხვმა 125-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)