06:07 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 12:21:58, 670 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია

ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია - რაზე ვილაპარაკეთ არ მახსოვსო - ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ, აბა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე "სიგიჟეებს ჰყვებოდა".

ზარქუას შეფასებით, გადადგომასთან დაკავშირებით გახარიამ "მხდალი" გადაწყვეტილება მიიღო.

"გაფართოებული პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე, რომ მოგვეხსნა მანდატი [მელიასთვის]. ვერ გააკეთა, არ გააკეთა, მხდალი და მშიშარაა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერის მიღებასა და გადადგომას შორის, ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. იქ არ ვიცი, დააშინეს თუ რა უთხრეს, შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც

მიიღო. მგონია, რომ ეს მხდალი გადაწყვეტილება იყო," - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics