05:44 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 11:51:20, 866 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის,დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1973 წელს დაბადებული კ.ხ., და წარსულში ნასამართლევები 1992 წელს დაბადებული რ.ა., და 1990 წელს დაბადებული დ.ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, „ალფა-პვპ", „მეთადონი“, და „ბუპრენორფინი".
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, 18 260-ე მუხლის მე-5, 19-260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics