|
2025-04-13 14:16:45, 1270 ნახვა
ომი უკრაინაში
სუმი: 21 დაღუპილი, მათ შორის 7 ბავშვი - დაშავებულთა რაოდენობა კი 84-მდე აღწევს
დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 21 პირი, მათ შორის 7 ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა კი 84-მდე აღწევს. ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია". სუმის ოლქის სახმედრო ადმინისტრაციის განცხადებით ქალაქის ცენტრში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები. მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ აგრესია შეჩერდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)