13:32 - 21 May, 2026
|
2025-04-12 19:49:14, 1266 ნახვა
ომი უკრაინაში
F-16-ში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ პაველ ივანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა
მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებელ F-16-ში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა უკრაინელი მფრინავი, 26 წლის პაველ ივანოვი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა (AFU) Telegram-ზე დაწერა. "ის ბრძოლაში დაიღუპა, იცავდა სამშობლოს ოკუპანტებისგან", - ნათქვამია განცხადებაში. ტრაგედიის ყველა გარემოებას ადგენს უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო, დასძინეს საჰაერო ძალებმა. მფრინავ პაველ ივანოვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)