|
2025-04-12 13:14:46, 760 ნახვა
საზოგადოება
წიგნის გამომცემლების განცხადებით, 14 აპრილს დაგეგმილ მარშს შეუერთდებიან
ქართველი გამომცემლები 14 აპრილის მარშს ვუერთდებით იმის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, რომ ამ ქვეყნის მთავარი მტერი რუსეთია, - ამის შესახებ გამომცემელმა გვანცა ჯობავამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ეს ბრძოლა არამხოლოდ თავისუფლებისთვისაა, არამედ ისტორიის დაცვისთვისაც. „ჩვენ გუშინაც ვნახეთ ფაქტები, როცა წულუკიანმა უაზროდ გაწირული უწოდა ვიღაცის პიარისთვის ჩვენს გმირს, ანწუხელიძეს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მალე შეიძლება უაზროდ გაწირულებიც აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ქართული ენის დაცვისთვის იბრძოდნენ და ზოგადად, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ეს ბრძოლა არის არამხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ჩვენი ისტორიისთვის, რადგან ამ ადამიანებს, ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას სურს ჩვენი ისტორია დაგვავიწყოს და ასევე, დაგვავიწყოს, რომ ამ ქვეყანას მთავარი მტერი ჰყავს რუსეთის სახით. ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრძოლა. ამ შეკრების მიზანია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ენასაც დასჭირდეს კიდევ ერთხელ დაცვა და ეს ისტორია დაბრუნდეს. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ერთად დავდგეთ, ყველამ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ბრძოლაში, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს“, - განაცხადა ჯობავამ. საქართველოს წიგნის ასოციაციის თავმჯდომარის, გამომცემელ ნატო ალხაზიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის თავზეც ქვეყანაში ენისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ისევ ბრძოლა უწევთ. „ჩვენთვის, როგორც გამომცემლებისთვის, ენა ჩვენი ინსტრუმენტი, ჩვენი მუშაობის საშუალებაა. მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე უდგას, თავად ის ფაქტი, რომ ქართული ენის დღეს გვიწევს მსვლელობა, რომ დავიცვათ ენა და სიტყვის თავისუფლება, ის, რომ გამომცემლებს და სხვა ადამიანებს ოფიციალური მხარდაჭერის გამოხატვა უწევთ, თავისთავად იმის ნიშანია, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ენის დღე არის ზეიმი და დამოუკიდებლობის მოპოვების 35-ე წელიწადს ისევ ენის და სიტყვის თავისუფლების დაცვა არ უნდა გვიწევდეს“, - განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)