09:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 11:06:52, 598 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ - დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!

ვეუბნები „ქართულ ოცნებას": დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა, რუსული პროექტია.

„გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა! და მართლა მაინტერესებს, რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!

ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, დღეს კი „ქოცები“ ახორციელებენ.

უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.

იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი, მაგრამ ეს არ გამოვა, ეს ყველაფერი დროებითია. მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!

ვეუბნები „ქართულ ოცნებას", დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.

დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები! გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics