13:33 - 21 May, 2026
|
2025-04-12 10:13:15, 1158 ნახვა
ომი უკრაინაში
კრემლი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო
ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო, - ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს. „რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან. შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა. სტივ უიტკოფი რუსეთიდან ომანში გაფრინდა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)