|
2025-04-11 11:55:49, 625 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გავხდეთ ევროკავშირის წევრი
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება, – ამის შესახებ მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარია მშვიდობა. „რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)