|
2025-04-10 20:38:01, 628 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სანქციების პროცესი გაგრძელდება ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება
უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?! ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს. ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა – გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით. დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება!დრო ძალიან ცოტა დარჩა!“,- წერს ხაზარაძე. ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)