08:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 19:04:34, 570 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა

იარაღი - სანქცია. ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა, ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.

მდინარაძის თქმით, სიტყვა „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!.

„9 აპრილი, 1989 წელი.

იარაღი - ტანკი და ნიჩაბი.

თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

10 აპრილი, 2025 წელი.

იარაღი - სანქცია.

ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.

მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“, - დაწერა მდინარაძე „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics