|
2025-04-10 15:53:02, 759 ნახვა
პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გენერალურ პროკურორს და სამ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. კერძოდ, სანქციები დაუწესდათ: შალვა ბედოიძეს - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; მირზა კეზევაძე - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; კარლო (კოკა) კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი; გიორგი გაბიტაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)