|
2025-04-10 14:19:44, 495 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ახალი კოალიციის შეთანხმებაში საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზეა ჩანაწერი
გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კოალიციურ შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრება. გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტიდან ამონარიდს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აქვეყნებს. "საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესის გაგრძელება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები გაქრება. ჩვენ ვდგავართ პროევროპული ძალების გვერდით". - წერია ტექსტში. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა (SPD) კოალიციური შეთანხმების მიღწევა გუშინ გამოაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)