|
2016-03-14 18:11:23, 876 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის არსებობა. კონცეფციის პროექტის განსახილველად ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ მოწვეულ სტუმრებს კონცეფციის სამუშაო ვერსია გააცნო. კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი. ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათ საშუალება აქვთ ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიმართება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის უკვე შეჯერებულ ვარიანტს წარადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)