|
2025-04-09 17:50:30, 539 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა
უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ, მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ასევე, გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. “გერმანია პატივს მიაგებს ქართველებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებმა მოკლეს, მაშინ, როდესაც ისინი 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდიოდნენ რუსთაველზე. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი იგივე მიზეზით ატარებდა დემონსტრაციებს და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. ახლაც ამოცანაა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა. უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ასევე არასწორია. საქართველოს მეგობრები ვართ, არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს უკანასკნელი 30 წლის გამოცდილებიდან”, - წერს ფიშერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)