|
2025-04-09 15:16:28, 666 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში - იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან
ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. კიდევ ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატის დეპუტატებს 9 აპრილის მსხვერპლთა პატივისცემისა და ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობის ნიშნად წუთიერი დუმილის დაცვა სთხოვა. „მაგრამ ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას - ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)