|
2025-04-09 13:40:24, 509 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გრანტების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას
გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, შესაბამისად, ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის, ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. მისი თქმით, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვას წინ აღუდგნენ. „ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ NGO-ები და გარე გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. „ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ის, NED-ის თანხები ხმარდებოდა სხვა სახელმწიფოებში რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას. ეს არის პირდაპირი აღიარება, ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები. პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გამჭვირვალე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი იმისათვის. რომ ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხოების თემა. NGO-ები, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულშიც და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)