|
2025-04-08 19:43:33, 820 ნახვა
საზოგადოება
TV პირველის ოპერატორი - „ფეისბუქ-პოსტის“ გამოს შსს-მ ჩემს წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო
„ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი აცხადებს, რომ „ფეისბუქ-პოსტის“ გამო შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. მისი ინფორმაციით, შსს-მ საქმისწარმოება 173-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. ჯიოშვილი აცხადებს, რომ საქმე ეხება მის “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც შსს-ს მოიხსენიებს, „როგორც ეკუთვნოდათ“ და აგინებს. „დამირეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ითვალისწინებს. სასამართლოში შეგვაქვსო [სარჩელი]. გუშინწინ, 6 აპრილს, დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, წაშლას არ ვაპირებ, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ…...ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. შევხვდებით სასამართლოში. ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს “ფეისბუქ“ სტატუსებს უთვალთვალებენ. ძალიან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, რომ მაგით რამეს თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა, გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით. შევხვდებით სასამართლოში და რა თქმა უნდა, ცეცხლი ოლიგარქიას" - აცხადებს ჯიოშვილი, რომლის კომენტარსაც “ტვ პირველი“ ავრცელებს. დამატებით დეტალებს შსს-ში ვარკვევთ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)