|
2025-04-08 08:54:19, 1030 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში უკრაინელი სამხედროების ყოფნას ადასტურებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის უმაღლეს დონეზე პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანია უკრაინის მოსახლეობის დაცვა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისტემატურად იბომბებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)