12:29 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 12:58:26, 628 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რეორგანიზაცია გამოცხადა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. პარლამენტის აპარატის რეორგანიზაციის შედეგად მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა შეიცვლება.

რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება სახელწოდებით - “პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“ პაპუაშვილმა უკვე გამოსცა.

,,ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტიდან ე.წ ძველი კადრების გაშვება იგეგმება, რომლებიც ჯერ კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მოყოლებული მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოში.

ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში დაიწყო: - ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი; იურიდიული დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი; სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საორგანიზაციო დეპარტამენტი; საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საქმისწარმოების დეპარტამენტი; მანდატურის სამსახური; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირად პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი განისაზღვრა.

ერთ-ერთი პირველი კანონი, რაც “ქართული ოცნების“ ინიციატივით XI მოწვევის პარლამენტში მიიღეს, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის განხორციელებას ეხება. “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რამდენიმე მუხლი შეიცვალა და შედეგად რეორგანიზაციის ჩატარების პროცესი გამარტივდა. იმავდროულად, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტშიც აისახა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკის მქონე თანამშრომელი სამსახურიდან ნებაყოფლობით - პირადი განცხადების საფუძველზე წავა, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რეორგანიზაცია 3 აპრილს გამოაცხადა. მისი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გამოცხადების დღიდან ძალაშია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics