|
2025-04-07 11:00:16, 1019 ნახვა
ომი უკრაინაში
ემანუელ მაკრონი - როდემდე აპირებს რუსეთი მშვიდობის წინადადების უგულებელყოფასა და ბავშვებისა ხოცვას?
უკრაინაში ამ ეროვნული გლოვის დღეს, ჩემი ფიქრები ბავშვებთან, მშვიდობიან მსხვერპლთან, მათ შორის 4 აპრილს, კრივოი როგში რუსეთის მიერ მიყენებული სისხლიანი დარტყმების შედეგად დაზარალებულებთანაა - ამის შესახებ წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე მისივე თქმით, გასულ ღამეს, რუსეთი კვლავ დაესხა საცხოვრებელ უბნებს კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა ტერიტორიაზე. ,,იმ დროს, როდესაც უკრაინამ თითქმის ერთი თვის წინ 30 დღის ვადით ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის წინადადება მიიღო და როდესაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად მშვიდობის მიღწევის გზებზე ვმუშაობთ, რუსეთი ომს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს, არ ითვალისწინებს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს რუსული იერიშები უნდა დასრულდეს. ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს და აუცილებელია მტკიცე ზომების მიღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ დროის გაწელვასა და მშვიდობისგან თავის არიდებას განაგრძობს. რამდენ ხანს აპირებს რუსეთი აშშ-სა და უკრაინის მშვიდობიანი წინადადებების უგულებელყოფას და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას?''- წერს ემანუელ მაკრონი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)