|
2025-04-07 10:35:40, 603 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მფარველები ევროპის საბჭოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ
სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. „რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია უკვე გასაკვირი არ არის. ასევე, შეგახსნებეთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ამასთან, პაპუაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 5 თებერვლის დასაწყისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თეოდოროს რუსოპულოსს გაუგზავნა. „გიზიარებთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტის პოზიციაზე თებერვლის დასაწყისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მივწერე. თეოდოროს რუსოპულოსს. პატივცემული ბატონო პრეზიდენტო, გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025) წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აღიარების წინაპირობად, საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და, ამით, გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აზიანებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან. ბატონო პრეზიდენტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)