11:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 12:42:04, 361 ნახვა

პოლიტიკა
დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

დღეს დილიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო კადრები გავრცელდა. უცნობმა მომხმარებელმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში კადრები და ტექსტური შეტყობინება ატვირთა.

ვიდეო მასალის აღწერაში გამავრცელებელი იმ მოტივებზე საუბრობს, რომლების გამოც აღნშნულ კადრებს ავრცელებს და ასევე სხვა ვიდეოს გავრცელებასაც აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ის გარკვეულ მოთხოვნებსაც აყენებს.

ვიდეოს მაქსიმალურად ეფექტურად გავრცელებისთვის facebook-ში ჟუტრნალისტების პირად გვერდებზე განთავსება ხდებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ვის კედელზეც დღეს ვიდეო დაიდო, იყო რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბერულავა.

ჟურნალისტი უკვე პროკურატურაში იმყოფება. საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ლაშა ბერულავამ მიღებული მასალის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მოვიტანე სქრინ ფოტოები, რომელცი მქონდა შენახული. ამის შემდეგ ცოტახანში, საგამოძიებო განყოფილებიდან მოვიდნენ. ამის შემდეგ შევეცადე მოქმედი ბმული ჩამერთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ youtube გვერდი მთლიანად იყო დაბლოკილი", - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

მისივე თქმით, მომხმარებელმა ის პროფესიული კრიტერიუმით და Facebook აქტივობით შეარჩიეს.

მთავარი პროკურატურის პრეს სამსახურის ინფორმციით, ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლით უკვე აღძრულია, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics