|
2025-04-03 16:07:24, 735 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა
აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის პრემიერ-მინისტრზე, პედრო სანჩესზე დაყრდნობით ავრცელებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, გეგმის მიზანს ესპანეთის ეკონომიკაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების გავლენის შემსუბუქება წარმოადგენს. სანჩესის ცნობით, პაკეტი 7,4 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს, ხოლო დარჩენილი თანხების გამოყოფა არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის შეღავათიანი სესხების სახით მოხდება. „აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ტარიფებით შეტევა მეგობრებსა და მტრებს არ განასხვავებს, იდეოლოგიისა და სავაჭრო ბალანსის საფუძველზე დისკრიმინაციას არ ახდენს, ეს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა პედრო სანჩესმა. ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიას ფონდის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდება. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)