14:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 15:37:52, 467 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ხელმოცარული პოლიტიკოსია

რეალურად, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ხელმოცარული პოლიტიკოსია - რასაც ის ცდილობს არის იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა.”

„რეალურად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ არანაირი აქტიურობა, რითაც ის კვლავ ცდილობს, თავისი უცხოელი დავალებების მიმცემები კვებოს, არ გამოუვა. რატომ? - პირველი და მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის და "კოლექტიური ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა. რეალურად, მათ არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ იქ, სადაც მცდელობა ჰქონდათ, რომ აქცია ჩაეტარებინათ. იქ მყოფი მცირე საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სტვენით და შეძახილებით გამოეხმაურა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "კოლექტიური ნაცმოძრაობის” ყველა ე.წ ლიდერზე, რადგან მათი პოლიტიკური გზა ფაქტობრივად, კრახით არის დასრულებული და ამ მოცემულობიდან გამოსვლაში ეს ფსევდო მიმართულებები, დაპირებები და იმის ინსცენირება თითქოს ისინი კიდევ აქტიურ პოლიტიკაში არიან, არაფრის მომცემია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხის მსგავსი იმ ძალების, იგივე “დიფ სთეითისადმი”, საიდანაც ეს ადამიანები საქართველოში იმართებიან”, - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics