|
2025-04-03 15:09:59, 621 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - აშშ ნატო-ში ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს, ტრამპი მხარს უჭერს ნატო-ს
აშშ ნატო-ში ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნატო-ს, ჩვენ ნატო-ში დარჩენას ვაპირებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დაუსაბუთებელია ნატო-ს შესახებ ზოგიერთი ისტერია და ჰიპერბოლა, რომელიც ჩანს გლობალურ მედიასა და ზოგიერთ შიდა მედიაში შეერთებულ შტატებში. „ბოლო რამდენიმე წლის მოვლენები, სრულმასშტაბიანი სახმელეთო ომი ევროპის გულში არის შეხსენება, რომ მტკიცე ძალა კვლავ აუცილებელია, როგორც შემაკავებელი. ჩვენ გვსურს გვქონდეს გაგება, რომ ჩვენ ვდგავართ გზაზე, რეალისტურ გზაზე, რომ თითოეული წევრი იღებს ვალდებულებას და ასრულებს დაპირებას, რომ მიაღწევს დანახარჯების ხუთ პროცენტს. ეს მოიცავს შეერთებულ შტატებს, რომელსაც მოუწევს პროცენტის გაზრდა, რადგან თუ საფრთხეები მართლაც ისეთი საშინელია, როგორც მე და ამ ალიანსის წევრებს სჯერათ, მაშინ ამ საფრთხეს უნდა დავუპირისპირდეთ სრული და რეალური ვალდებულებით, რომ ამ საკითხებთან დაპირისპირების შესაძლებლობა გვქონდეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)