00:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 14:50:59, 621 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის.

„რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ღიაა რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული პირებისთვის.

„ის ღიაა სწორედ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობებით“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, უცხოური კომპანიები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ადრეც იჩენდნენ ინტერესს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმართ, მაგრამ არა საჯაროდ.

რუსული მედია „როსკონგრესის“ ფონდზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაერთი ამერიკული კომპანია აპირებს მონაწილეობა მიიღოს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 18-21 ივნისს გაიმართება და განაცხადები უკვე მიღებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics